14:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 13:22:30, 1248 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი: სამინისტროს ბიუჯეტში ყველა ის პროგრამაა შენარჩუნებული, რომელიც განვითარებაზეა მიმართული

„მთავრობასთან ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა ძირითადი პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ არის მიმართული, შენარჩუნებული იქნება“,-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, ბიუჯეტის განხილვები მთავრობაში შედგა და საბოლოო ვარიანტი შეჯერებულია.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში შენარჩუნებულია ყველა ის პროგრამა, რომელიც განვითარებაზეა მიმართული. პროგრამა,რომელიც ეხებოდა მცირემიწიან ფერმერთა მხარდაჭერას  დროებითი იყო, სამ წლიანი პროგრამას  ემატება მეოთხე წელიც,  ასე რომ ვინარჩუნებთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოების, სამელიორაციო სამუშაოებს, აღდგენით-სარეაბილიტაციო სამუშაოებ. ,ვინარჩუნებთ მხარდაჭერისა და განათლების პროგრამებს, შემცირებულია აპარატის, საოპერაციო და ადმინისტრაციული ხარჯები“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ სამინისტროს ბიუჯეტი 257 მილიონ ლარს შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics