2016-11-16 16:43:29, 965 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მამუკა მდინარაძე: ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნაზე, მხოლოდ ვარაუდები გამოითქვა
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნაზე მხოლოდ ვარაუდები გამოითქვა.
მდინარაძის თქმით, არსებობს გარკვეული საკითხები, რაც მხოლოდ პრეზიდენტის დესკრეციას განეკუთვნება.
„ ამ დისკრეციის ფარგლებში იგი ჩანიშნავს პირველი სხდომის თარიღს. დანარჩენი იყო მხოლოდ გამოთქმული ვარაუდი, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით",-განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს განაცხადეს, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების სხვადასხვა თარიღთან დაკავშირებით, "დეპუტატებისგან არაერთი ნაჩქარევი განცხადება გაკეთდა."
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან