17:53 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 17:15:15, 1091 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გიგი წერეთელი: სააკაშვილი უკრაინაში ოპოზიციურ ბრძოლას აგრძელებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ოპოზიციურ ბრძოლას აგრძელებს.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, ოდესის ოლქის გუბერნატორის პოზიციაზე სააკაშვილმა კორუფციასა და კრიმინალს დიდი ბრძოლა გაუწია.

„ვინც თვლას ადევნებდა ბოლო წლებში ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე სააკაშვილის მუშაობას, ყველა ნახავდა, თუ რამდენი ბრძოლა იყო კორუფციის და კრიმინალის წინააღმდეგ. ალბათ ამ ეტაპზე იქ მეტ მნიშვნელოვანს ვეღარ გააკეთებდა. თავად სააკაშვილმაც თქვა, რომ ის ოპოზიციურ ბრძოლას აგრძელებს. მე მასთან გეგმებზე არ მისაუბრია, მაგრამ ის იწყებს ძალიან დიდ მოძრაობას, როგორც იცით დაფუძნდა ორგანიზაციაც და იყო საუბარი პარტიის შექმნაზე, დანარჩენზე ალბათ თავად ისაუბრებს ყველაფერზე”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა. მან უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics