11:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 14:46:00, 695 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: კანცელარიის ნორმალურ ვითარებაში ფუნქციონირებისთვის ავეჯი საჭიროა

„ავეჯი საჭიროა, რათა კანცელარიამ ფუნქციონირება ნორმალურ ვითარებაში გააგრძელოს“, – ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირმა ნადირაშვილის  მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მთავრობის ადმინისტრაციამ პრემიერის სართულისთვის 181 401 ლარის ღირებულების ავეჯი შეუკვეთა.

ხადურის თქმით, კანცელარიაში რემონტი მიმდინარეობს და ამ რაოდენობის ხარჯებისგან არავინ დაზღვეული არ არის.

„ეს რბილი ავეჯი ადრე არის  ნაყიდი. თავისთავად ცხადია, რომ ავეჯი საჭიროა, იმისათვის რათა სახელმწიფო კანცელარიამ ფუნქციონირება ნორმალურ ვითარებაში გააგრძელოს. მოგეხსენებათ, კანცელარიაში რემონტი მიმდინარეობს  და ასეთი ხარჯებისგან დაზღვეული არავინ არ არის“, – აღნიშნა ხადურმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილმა  ქამრების შემოჭერის ინიციატივა მოიწონა და  განაცხადა, რომ ყოველგვარი პირდი კომფორტი უნდა დაივიწყონ.  "ხსნებული ქამრების შემოჭერა, რაზეც ჩვენ უკვე ღიად ვსაუბრობთ, ეკონომია უნდა გავაკეთოთ ადმინისტრაციულ შესყიდვებზე.უნდა დავივიწყოთ ყოველგვარი პირადი კომფორტი, რემონტი, ახალი ავეჯი, გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან შეხვედრაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics