00:03 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 16:09:58, 648 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრომ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის სამი მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა და  სათანადო სოციალური პირობების შექმნაა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ ამ მიზნით,  სამინისტროში თავდაცვის უწყებასა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, შპს “ვიტა პროდუქტს”, შპს „აგროკონსორციუმ წეროვანს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

უწყების ინფორმაციით, დოკუმენტებს ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ,  შპს “ვიტა პროდუქტის” დირექტორმა გიორგი გიორგაძემ და შპს „აგროკონსორციუმ წეროვანის“ დირექტორმა ილია პატიაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმების თანახმად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და შპს “ვიტა პროდუქტი” საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს, თბილისის და წალკის რაიონის მაშტაბით სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმებას უზრუნველყოფენ.

შპს „აგროკონსორციუმ წეროვანი“ კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის, მარო მაყაშვილის სახელობის წეროვნის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში მყოფ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, კომპანიის მიერ წარმოებულ რძის ნაწარმს ყოველი სარეაბილიტაციო კურსის დასრულების შემდეგ გადასცემს.

ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი, თავდაცვის სამინისტროს და მემორანდუმის ხელმომწერი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics