00:39 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 15:51:21, 864 ნახვა

კომენტარი
მიშველაძე: რომის პაპის ვიზიტის ღირსეულად განხორციელება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი 30 სექტემბერს  საქართველოში დაგეგმილ რომის პაპის ვიზიტს ეხმაურება.

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, რომის პაპის ვიზიტი   საშუალებას იძლევა, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას რეგიონში მშვიდობისა და  დემოკრატიის მნიშვნელობას.

მისივე თქმით, ვატიკანი განსაკუთრებულ როლს ასრულებს საერთაშორისო ურთიერთობებში და  მისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა  და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი, უაღრესად  მნიშვნელოვანია.

„მოგეხსენებათ,  პაპი არამხოლოდ მილირად 200 მილიონი ადამიანის სულიერი ლიდერია, არამედ ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურიცაა. შესაბამისად, ვიზიტის ფორმატი ითვალისწინებს როგორც საერო, ასევე საეკლისო  ხელისუფლებასთან შეხვედრას. რომის პაპი შეხვდება  პრეზიდენტს  და კათოლიკოს პატრიარქს. ვიზიტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მთელი ვიზიტის განმავლობაში საქართველო ყველა საერთაშორისო მედიასაშულების ყურადღების ცენტრში მოექცევა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, წარმოაჩინოს  მისი უნიკალური როლი როგორც ქრისტიანული ცივილიზაციის ერთ-ერთი შემოქმედისა და განსხვავებულ  ცივილიზაციათა  დამაკავშირებელი  სახელმწიფოსი. ამ ვიზიტის ღირსეულად განხორციელება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics