20:20 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 13:44:12, 846 ნახვა

კომენტარი
მანანა კობახიძე: ხალხის ფულის ხარჯზე თანამდებობის პირების განათლების დაფინანსება სისხლის სამართლის დანაშაულია

პარტია „ქართული ოცნების“ წევრი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში გუშინ, „იმედის დროში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება და პროკურატურას მიმართავს, რომ სიუჟეტში გასული ფაქტებით დაინტერესდეს.

საუბარია, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაღალი თანამდებობის პირების ბიუჯეტიდან უცხოეთში სწავლის დაფინანსებაზე. ჩამონათვალშია გიორგი ვაშაძე, ნინო კალანდაძე, ნიკა გვარამია და ა.შ.

„მივმართავ მთავარ პროკურორს, თუ ჯერ არ დაწყებულა ამ სიუჟეტში გასული ფაქტების გამოძიება, დაუყოვნებლივ დაინტერესდით აღნიშნულით! დაუშვებელია და პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია ხალხის ფულის ხარჯზე, ბიუჯეტის თანხებით თანამდებობის პირების განათლების დაფინანსება, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება ეწეოდა წლების განმავლობაში! გასაგებია, თურმე ამიტომ ხართ ასეთი "განათლებულები” ასეთი კარგი "მოინგლისურეები", ასეთი "ყოჩაღები" და ჩვენ კი საკუთარი ჯიბით დაფინანსებულები ასეთი "უცოდინარი" და ასეთი "უნიათოები” ?! ოთო კახიძევ და კიდევ სხვებო, ამიტომ ხართ მუდმივ ვალში სააკაშვილთან?! მეც არ მიკვირდა?! სააკაშვილის არა, თქვენ საქართველოს ვალი გაქვთ, ხალხის ვალი და კიდევ ხმებს ითხოვთ ამ ხალხისგან, იმის ნაცვლად რომ დააბრუნოთ ბიუჯეტში უკანონოდ წაღებული?! აი, სწორედ ეს ხალხი გამოგიტანთ განაჩენს მალე!“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics