22:14 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 15:31:11, 583 ნახვა

სამხედრო
NAC-ის დელეგაციის შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან

დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დელეგაციის წევრებისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრას თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ (DIB) უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას მოდერაცია ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ გაუწია.

უწყების ინფორმაციით, დისკუსიის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმასა და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციაზე.

განხილვის მთავარი თემები, ასევე რეგიონული უსაფრთხოება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ნატოს დელეგაციის წევრებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს.

„ძალიან სასარგებლო შეხვედრა გვქონდა. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში პირველად ვიმყოფები. სკოლა ვითარდება და ჰოლანდიას წვლილი შეაქვს აღნიშნული სასწავლო დაწესებულების განვითარებაში. შეხვედრაზე ბევრი საკითხი განვიხილეთ. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" არსებულ მდგომარეობასა და მის გავლენას საქართველოზე“, - განაცხადა მედიის წარმომადგენლებთან ნატოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა მარიან დე კვასტენიეტმა.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრები პარალელურ რეჟიმში საქართველოს შიდა რეფორმებისა და კონფლიქტების მოგვარების თემებზეც გაიმართა.

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის თემაზე შეხვედრა კი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ჩატარდა. 

DIB ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია და მისი მთავარი ამოცანა უსაფრთხოების სექტორში წარმატებული მმართველობის მხარდაჭერა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოს შესაბამის სტრუქტურებთან, წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics