14:51 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 11:15:02, 899 ნახვა

კომენტარი
ბურჭულაძე: გიგი უგულავას ნაჩუქარი საათით მივედი, ბატონ ბიძინას კი, ჩემი ნაჩუქარი საათი ეკეთა ხელზე

გიგი უგულავას ნაჩუქარი საათით მივედი და ბატონ ბიძინას ჩემი ნაჩუქარი საათი ეკეთა ხელზე, - ასე უპასუხა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

საკმაოდ საინტერესო აზრია, რომ მე თურმე ვყოფილვარ „ნაციონალური მოძრაობის“, თუ არ ვიტყვით იმას, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი დაზარალებული „ნაციონალური მოძრაობისა“ თავის დროზე. საერთოდ ალბათ ეჭვი შეეპარათ იმიტომ, რომ ჩვენთან შემოდის როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ასევე „ქართული ოცნების“ ძალიან წარმატებული ადამიანები. ესენი არიან: იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი ვაშაძე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კარგი სპეციალისტი იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“ და იგივე არის დავით ჯანდიერი, რომელიც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო „ოცნებაში“ და ისიც შემოვიდა ჩვენთან“, - განაცხადა ბურჭულაძემ „მაესტროს“ ეთერში.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მას ჰქონდა მცდელობა, პაატა ბურჭულაძეს დაახლოებოდა, თუმცა ბურჭულაძე მასთან შესახვედრად უგულავას მიერ დაჯილდოებული საათით მივიდა. „მანჩვენთან თანამშრომლობა არ ისურვა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics