13:33 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-12 16:11:57, 1253 ნახვა

კომენტარი
ჯეჯელავა: უმაღლესი განათლება უნდა იყოს მხოლოდ მათთვის, ვინც განსაკუთრებულ აკადემიურ წარმატებებს აღწევს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ეროვნულ გამოცდებზე  ჩაჭრილ აბიტურიენტებს მიმართავს.

ჯეჯელავას თქმით, უმაღლეს განათლებას იმიტომ ჰქვია უმაღლესი განათლება, რომ ის არ არის საყოველთაო.

მისივე თქმით, უმაღლესი განათლება უნდა იყოს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც განსაკუთრებულ აკადემიურ წარმატებას აღწევს.

„ის ადამიანები, ვინც ბარიერი ვერ გადალახა, წერენ, რომ ჩემი ცხოვრება დასრულდა, რაღა უნდა შევძლო, რაღა გავაკეთო - მინდა დავარწმუნო ისინი, ჩვენი ახალგაზრდები, რომ ძალიან ბევრი კარგი ალტერნატივა არსებობს. ეს არის პროფესიული განათლება, ეს არის ტრენინგები, რომ მომავალში, კიდევ სცადონ უმაღლესი განათლების მიმართულებით ბედი. ჩვენ გვჭირდება პროფესიონალები. ძალიან ბევრი იურისტი გვყავს, მაგრამ ძალიან გვიჭირს სასტუმროს ადმინისტრატორები, ან აგრონომები, ვეტერინარები, პროგრამისტები, სადაზღვევო აგენტები. ეს ყველაფერი არის პროფესიული მიმართულების საქმიანობა, რომელიც შეიძლება არ დახარჯოს ადამიანმა და პროფესია აითვისოს საკმაოდ მოკლე ვადაში და მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, რომ რაც შეიძლება მეტი პროფესია აითვისოს და რაც შეიძლება მეტი ალტერნატივა განიხილოს ამ პროცესში“,-განაცხადა ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics