14:51 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-08 12:50:53, 1122 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე: პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით არსებობს

აგვისტოს ომის გამოძიება სხვა უწყების საქმეა,  სამხედრო თვალსაზრისით კი, მოკვლევა გაკეთდა, რომელიც დოკუმენტირებულია და გადაცემულია შესაბამისი უწყებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძაალების გენერალური  შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამხედროების საქმე იყო, დაედგინათ, თუ რამდენად სწორად მიმდინარეობდა სამხედრო ქმედებები. დანარჩენი ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს ცდება და მაზე სხვა ორგანოებმა უნდა იფიქრონ. ყველაფერს უნდა დაესვას წერტილი და  გაეცეს პასუხი იმ შეკითხვებს, რომლებიც არსებობს“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძე.

ამასთან, გენერალური შტაბის უფროსმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ვუსამძიმრებ ამ ბიჭების ოჯახის წევრებს.  ვისურვებ, ჯანსაღად ყოფილიყვნენ. ვისურვებდი, რომ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ჩამოსვენებაც შევძლოთ“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics