13:13 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 15:52:33, 661 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელი „ამბასადორიალი 2016”-ზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრის - „ამბასადორიალი 2016“-ის სამუშაო სესიაზე მომხსენებლის სტატუსით წარსდგა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მეორე დღე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას

 დაეთმო.

„ჩემი პანელის ერთ-ერთი ამოცანაა, ვისაუბროთ ვარშავის სამიტის შედეგებზე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ელჩს, მათ გარეშე შეუძლებელი იყო რამე წარმატებაზე გვესაუბრა. შემდეგ სამიტს სულ რამდენიმე თვე გვაშორებს და ამიტომ იმ ტიპის სამუშაოები, რომელიც ჩვენ შარშან დავიწყეთ ვარშავის სამიტისთვის, უკვე დასაწყებია“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა სესიის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ვარშავის სამიტის მნიშვნელობასა და მის შედეგებზე.

ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის კუთხით სამიტი წარმატებული იყო და არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით საქართველო ვარშავიდან მაქსიმალური შედეგით დაბრუნდა.

თავდაცვის მინისტრმა შავი ზღვის უსაფრთხოებისა და საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროცესები წარმატებით და გართულებების გარეშე გაგრძელდება.

„ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის ორმხრივი მემორანდუმი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმდა. გასულ კვირას ჩვენ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დავასრულეთ. ამ პროგრამის ფარგლებში შემდეგი სამი წლის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უკლებლივ ყველა დანაყოფი გადამზადდება ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებისთვის და არა მისიებისთვის, როგორც ეს აქამდე ხდებოდა“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

ამბასადორიალი სამუშაო სესიებით გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც განიხილავენ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებს, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს. სესიებზე მომხსენებლის სტატუსით, მოწვეულნი არიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ამბასადორიალში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები და საგანგებო დავალებათა ელჩები მონაწილეობენ.
წელს პირველად, ამბასადორიალის ფარგლებში გაიმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლებთან. ელჩების შეხვედრა ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და ეკონომიკური დიპლომატიის შესახებ სამუშაო სესია საქართველოს ტექნოლოგიური პარკში გაიმართება. ელჩებისთვის საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ასევე სპეციალურ პრეზენტაციას გამართავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ამბასადორიალი 29 ივლისს დასრულდება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics