00:04 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-02 14:39:21, 992 ნახვა

ეკონომიკა
„სმარტი“ ახალ კამპანიას „საკონდიტრო ART“ იწყებს

სუპერმარკეტების ქსელი  „სმარტი“  საკონდიტრო ხელოვნების  პოპულარიზებისთვის  ახალ კამპანიას „საკონდიტრო ART“ იწყებს. 

კამპანიის მიზანია, საკონდიტრო დარგის  პოპულარიზება  და კონდიტერ-დიზაინერების  საქმიანობის შეფასება. „სმარტში“ ნებისმიერი დიზაინის ტორტის დამზადებას   ურუნველყოფენ, ეს კი  კონდიტერ-დიზაინერების   შემოქმედებითობის დამსახურებაა.

აღნიშნული მიზნით, „სმარტის“ ვაკის  სუპერმარკეტში  თანამედროვე მხატვრებისა და  „სმარტის“ კონდიტერ-დიზაინერების  მიერ შესრულებული ტორტების  საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა  გაიმართა.  სმარტის კონდიტერ-დიზაინერებმა ტორტები პოპულარული რეპროდუქციებით მოხატეს, თანამედროვე მხატვრებმა კი,  თავისუფალ თემად  „ოჯახი, მზრუნველობა“ აირჩიეს  და ტორტებიც თავისი შეხედულებისამებრ  მოხატეს. ტორტების გაყიდვიდან შემოსული თანხა წინასააღდგომოდ სოციალურად დაუცველ 14 სულიან  ოჯახს გადაეცემა. აღნიშნული კამპანიით, „სმარტს“ სურს,  ერთგული მომხმარებლის ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რომ  საკონდიტრო საქმე ხელოვნებაა.

„სმარტი“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს   საკუთარ საკონდიტრო წარმოებას. ამიტომაც, „სმარტის“ კონდიტერები  მუდმივად გადიან  პროფესიულ მასტერკლასებს  საერთაშორისო გამოცდილების მქონე  კონდიტერებთან და მომხმარებლისთვის  უმაღლესი ხარისხისა და გემოვნური თვისებებით გამორჩეული, ულამაზესი ტორტებისა,  თუ დესერტების  შეთავაზებით, მათ  წვლილი შეაქვთ  კულინარიის დარგის განვითარებაში. „სმარტის „  „საკონდიტრო არტი“ გრძელვადიანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც ჩვენ არაერთხელ შევეცდებით დავამტკიცოთ,  რომ ჩვენი კონდიტერების მიერ შესრულებული   ტორტები ისეთივე შემოქმედებით შრომას ითხოვს  და დასაფასებელია,  როგორსაც-თავად ხელოვნება“,-განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

„სმარტის“ სლოგანია „ხარისხი დეტალებში“ და „სმარტის“ სუპერმარკეტები  შესაბამისად გამოირჩევიან  უმაღლესი ხარისის  პროდუქტების ფართო არჩევანითა და მომსახურების თანამედროვე  სტანდარტებით.

„ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს  დაიწყო და დღეისათვის  თბილისსა და საქართველოს  სხვადასხვა ქალაქში  16 სმარტის სუპერმარკეტი ფუნქციონრებს.

 

ფოტო რეპორტაჟი

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics