11:32 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 13:25:40, 667 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ დანელია კატარის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრს შეხვდა

კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კატარის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრს, შეიხ აჰმედ ბინ იასიმ ალ თანს შეხვდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კატარის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრმა აღნიშნა, რომ კატარის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება, სადაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობაა. მინისტრის განცხადებით, ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ბიზნესსექტორის ჩართულობის გააქტიურებას, ასევე, სავაჭრო მიმართულებით ლოჯისტიკის გაუმჯობესებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ოთარ დანელიამ მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო  პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. მხარეებმა  თბილისში ბიზნესფორუმის გამართვისა და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე  ისაუბრეს.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი კატარის სახელმწიფოში ეკატერინე მაიერინგ- მიქაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics