13:11 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-18 14:24:07, 478 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ქორწინების კუთხით ინტერესი შემცირებულია, ეს პირდაპირ აისახება პირველი და მეორე შვილის შობადობის სტატისტიკაზე

ქორწინების კუთხით ინტერესი არის შემცირებული, ეს პირდაპირ აისახება პირველი და მეორე შვილის შობადობის სტატისტიკაზე, მძიმე ტენდენციებია, თუმცა ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი, ყველგან, სადაც ინტენსიურად ვრცელდებოდა ე.წ. ლიბერალური იდეოლოგია, მძიმე პროცესებია დაწყებული, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს  ისეთი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დემოგრაფიული პროცესების დადებითი მიმართულებით განვითარებას.

ასევე, საინტერესო დეტალი - მესამე და მეოთხე ბავშვის შობადობის ნაწილში, 2014 წლიდან არის მომატებული მაჩვენებელი და სტაბილურად არის მაღალ დონეზე შენარჩუნებული. მკვეთრად იკლებს პირველი და მეორე შვილის შობადობის მაჩვენებელი. აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ სოციალური მიზეზი ამას არ აქვს. გვაქვს სერიოზული მსოფლმხედველობრივი გამოწვევა, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ, დადებითი გაგებით. საჭიროა, შეიცვალოს ადამიანების მსოფლმხედველობა. ქორწინების კუთხით ინტერესი არის შემცირებული. ეს პირდაპირ აისახება პირველი და მეორე შვილის შობადობის სტატისტიკაზე. მძიმე ტენდენციებია, თუმცა ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი. ყველგან, სადაც ინტენსიურად ვრცელდებოდა ე.წ. ლიბერალური იდეოლოგია, არის პრობლემები. ჩრდილოეთ ამერიკაშიც, და კონკრეტულად, აშშ-შიც ძირითადად იმიგრაციის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა, სადაც არის კეთილდღეობის მაღალი დონე. სადაც აქტიურად ვრცელდებოდა ე.წ. ლიბერალური, სინამდვილეში, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, ყველგან არის ძალიან მძიმე პროცესები დაწყებული. თქვენ გახსოვთ ე.წ.  გენდერული პოლიტიკა, ლგბტ პროპაგანდა და ა. შ. ამას დაუპირისპირდა სწორედ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. ამ კანონთან დაკავშირებითაც, ხედავთ, რამხელა კრიტიკა წამოვიდა, როგორც რადიკალური ოპოზიციის, ისე, მათი უცხოელი მხარდამჭერების მხრიდან. სინამდვილეში, ჩვენ გვჭირდება სერიოზული ზომების მიღება, იმისათვის, რომ შეიცვალოს საზოგადოების მსოფლმხედველობა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ  საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე და ზოგადად, ისეთი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დემოგრაფიული პროცესების დადებითი მიმართულებით განვითარებას", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics