01:27 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-17 16:42:10, 1701 ნახვა

ეკონომიკა
ხალხს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ₾1.34 მილიარდის ოქრო და ძვირფასეულობა არის დალომბარდებული

მოქალაქეებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 1 341 105 319 ლარის ოქროული და სხვა ძვირფასეულობა აქვთ ჩადებული | ინფორმაციას ამის შესახებ BMG ავრცელებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ სებ-ში წარდგენილ ფინანსურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის სალომბარდე კრედიტები ყველაზე შემოსავლიანი სეგმენტია, სწორედ ამიტომ აღნიშნული პორტფელი წლიურად 34%-ით გაიზარდა. აღნიშნულზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ოქროს ფასის მკვეთრი ზრდაც რაც მისო-ებში დაცული ძვირფასეულობის ღირებულებას კიდევ ზრდის.

მთლიანობაში სალომბარდე სესხები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის 78%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს რომ მისო-ების საქმიანობა ამჟამად სწორედ სალომბარდე კრედიტების გაცემასთან არის დაკავშირებული.

2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მისო-ების მიერ სულ 752,800 სალომბარდე სესხი არის გაცემული, რაც ნიშნავს რომ ერთი სესხის საშუალო მოცულობა 1960 ლარს შეადგენს. შედარებისთვის გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სალომბარდე სესხის საშუალო ზომა 1545 ლარი იყო, ანუ ამ სეგემენტში სესხის ზომა 415 ლარით (27%-ით) გაიზარდა, რაც სავარაუდოდ ძირითადად ოქროს ფასის ზრდას უკავშირდება, რადგანაც ახლა მოქალაქეებს იგივე ბეჭდის თუ სამკაულის დალომბარდებით უფრო დიდი ზომის კრედიტის მიღება შეუძლიათ, ვიდრე გასულ წელს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics