|
2026-02-06 12:21:49, 447 ნახვა
პოლიტიკა
შევხვდით ვენსს და რუბიოს, განსაკუთრებული აქცენტი საერთო ღირებულებებზე გაკეთდა – ყაველაშვილი
ივანისშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ცნობით, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მიერ გამართული მიღების ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, შეხვედრა გამართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან. ყაველაშვილის თქმით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და აშშ-ს საერთო ღირებულებებზე. "საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად დავესწარი. ღონისძიების ფარგლებში შეხვედრა გავმართეთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან. საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე გაკეთდა". - წერს ივანიშვილის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)