22:13 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-30 17:34:53, 382 ნახვა

პოლიტიკა
გელა ხასაიას პროცესზე მოწმედ მიიყვანეს გამომძიებელი, რომელზეც ბრალდებული ამბობს, რომ არასდროს უნახავს

გელა ხასაიას პროცესზე მოწმის სახით მიიყვანეს გამომძიებელი, რომელზე ბრალდებული ამბობს, რომ არასდროს უნახავს. 

როგორც სხდომაზე კოალიცია "ცვლილებისთვის" დაპატიმრებულმა წევრმა თქვა, სამართალდამცველი, რომელმაც გამოკითხა და ოქმი შეადგინა, დაახლოებით 50 წლის იყო და არა ის სულაც არ ჰგავს იმ ახალგაზრდას, რომელიც პროკურატურამ პროცესზე მოწმედ მიიყვანა. 

ამ ადამიანს ჩემი არცერთი უფლება არ დაურღვევია, საერთოდ არაფერი უქნია იმიტომ, რომ ამ ადამიანს არ გამოვუკითხივარ საერთოდ. პირველად ვხედავ. 100%-ით შემიძლია ვთქვა.
ადამიანს შეიძლება ორი ახალგაზრდა ერთმანეთში აგერიოს ან ვერ დაიმახსოვრო ან ასე შემდეგ, მაგრამ 25 და 50 წლის ადამიანი ჩემი აზრით მარტივად გასარჩევია.
ვინც ჩემგან ჩვენების აღებას ცდილობდა იყო თქვენზე ბევრად უფროსი, მინიმუმ 20 წლით მაინც“, - მიმართა პოლიციელს გელა ხასაიამ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე 2 მოწმე უდაოდ გახადეს, ასევე გამოიკვლიეს წერილობითი მტკიცებულებებიც.

  • ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავება, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს - რამაზ ჩადუნელს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics