02:05 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-10 13:19:02, 831 ნახვა

სამართალი
ოქროს კიდობანში ყველა მაღაზია გაიხსნა, ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ

"ოქროს კიდობანში", მესამე სართულზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - ადგილს ექსპერტ-კრიმინალისტები ასურათებენ.

„ოქროს ბირჟის“ დირექტორის, ნანა სონგულიას განცხადებით, სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

„ოქროს ბირჟა“ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, აქ არაფერ დაზიანებულა, არც არავინ დაშავებულა. ხანძარი გაჩნდა მესამე სართულზე, სავარაუდოდ, კაფის ტერიტორიაზე, რომელიც დროზე იქნა ლიკვიდირებული. ზარალი ჯერჯერობით უცნობია, საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს, არავის უშვებენ. ფართი დაახლოებით, 300 კვ მეტრამდე დაიწვა“, - განაცხადა სონგულიამ.

სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ ხანძარი წუხელ გაჩნდა. ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics