06:04 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-18 17:21:44, 9963 ნახვა

პოლიტიკა
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსნეფტს, რომელსაც საქართველოში ნავთობი შემოაქვს

18 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიებს, მათ შორის რუსნეფტსა და ტატნეფტს სანქციები დაუწესა - სანქციების ახალი პაკეტი შეეხება რუსეთთან დაკავშირებულ 24 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. 

ოქტომბერში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში რუსულმა კომპანია რუსნეფტმა, შავი ზღვის სანაპიროზე, ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა.

LSEG-ისა და ერთ-ერთი ტრეიდერის ინფორმაციით, ტანკერმა კაისერმა 105 340 ტონა Siberian Light მარკის ნავთობი რუსეთის შავი ზღვის პორტიდან, ნოვოროსიისკიდან ჩაიტანა ყულევის ნავთობტერმინალში - 6 ოქტომბერს.

მოგვიანებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი კაისერი ყულევის პორტში ოქტომბრის დასაწყისში შევიდა. მას რუსული კომპანიისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი გადაჰქონდა.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ წელიწადში 1 200 000 ტონა ნავთობი უნდა გადაამუშაოს.

ამის შემდეგ, გამოცემა პროექტმა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც აღმოაჩინა, რომ საქართველოში აშენებული პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დამფუძნებლის და მფლობელის, მაკა ასათიანის ოჯახი რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) უფროსის მოადგილის ოჯახის ბიზნესპარტნიორია.

მან გამოავლინა, რომ მაკა ასათიანის შვილი და ვლადიმერ ალექსეევის, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ГРУ) მთავარი დირექტორატის უფროსის პირველი მოადგილის შვილი - ერთობლივ ბიზნესს მართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics