06:10 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-03 15:11:18, 1869 ნახვა

პოლიტიკა
გომელაურის მტკიცების მიუხედავად კობახიძე უარყოფს რომ ქიმიური ნივთიერება ნაციონალური მოძრაობის დროს შეიძინეს

არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება კამიტი, „ნაცმოძრაობის" დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება,, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, დასანანია, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელა „ბი-ბი-სიმ", რომელიც მიიჩნეოდა სათანადო რეპუტაციის მქონე ტელეკომპანიად.

„როდესაც გამოძიება იწყება, იქ არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და გამოძიების წინაშე ცრუ ინფორმაციის გავრცელება მათ ინტერესებში არ შედის. ამ სიცრუეზე კონკრეტული სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს. შესაბამისად, რაც მოიტყუეს „ბი-ბი-სისთან", იმას ვერ მოიტყუებიან გამოძიებასთან, შესაბამისად, უწევთ იმის უარყოფა, რაზეც მანამდე საუბრობდნენ.
„ბი-ბი-სი" ეყრდნობა მამა-შვილი ჩახუნაშვილების განცხადებებს, რაც უკვე ყველაფრის მაჩვენებელია და ავრცელებს აბსოლუტურად ყალბ ინფორმაციას, ნივთიერება კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით. არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება კამიტი, „ნაცმოძრაობის" დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება. შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე. დასანანია, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელა „ბი-ბი-სიმ", რომელიც მიიჩნეოდა სათანადო რეპუტაციის მქონე ტელეკომპანიად. თუმცა, სამწუხაროდ, აქაც სტანდარტები არის მინიმუმამდე დასული. სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ის ფაქტი, რომ ასეთი მასშტაბის სიცრუეს ავრცელებს ეს ტელეკომპანია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პირველ დეკემბერს, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა “ქართული ოცნების” ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადება ნივთიერება კამიტეს შესახებ. “იმედის” ცნობით, გომელაურმა “ექსკლუზიურად” მათ უთხრა, რომ კამიტი “ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე”





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics