10:09 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-01 12:00:30, 1653 ნახვა

პოლიტიკა
მოსამართლე ხუჭუამ მისი განსახილველი ადმინისტრაციული საქმეები შეაჩერა, მიმართა საკონსტიტუციოს

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ მისი განსახილველი რამდენიმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოება შეაჩერა და კონსტიტუციური წარდგინებებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

მოსამართლე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ იქნეს ცნობილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ 2025 წელს შეტანილი ის ცვლილებები, რომელიც შეეხება სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისას, ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულოდ შეფარდებას, ასევე, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შენახვისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვა უფლებების 3 და 5 წლით სავალდებულოდ ჩამორთმევა.

 

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებს.

**

2024 წლის საპარლამენტო არჩვნების შემდეგ, 4 ნოემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ თეთრიწყაროსა და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა. მან განაცხადა, რომ ელექტრონული წესით ჩატარებულ არჩევნებზე ხმის ფარულობა დაირღვა.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილებით, გაუქმდა ის 30 უბანი, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა. 

მოგვიანებით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ განაცხადა, რომ მან ელექტრონული წესით ჩატარებულ არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება საკუთარი სამოსამართლეო ფიცის, კანონის უზენაესობასა და არსებულ მასალებზე დაყრდნობით მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics