19:21 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-21 14:01:36, 866 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ძაძამიაზე: პირადი გადაწყვეტილებაა, ამ ახალგაზრდა ადამიანმა უამრავი შეურაცხყოფა მიიღო

ქართული ოცნების მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ლუკა ძაძამიამ საკრებულო პირადი გადაწყვეტილებით დატოვა და მუშაობას კერძო სექტორში გააგრძელებს. ძაძამიას მიერ საკრებულოს დატოვებაზე დოკუმენტი 20 ნოემბერს ტელეკომპანია პირველმა გამოაქვეყნა.

"ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ამ ახალგაზრდა ადამიანმა უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში. ის აპირებს, მუშაობა კერძო სექტორში განაგრძოს. ის ქართული ოცნების მხარდამჭერია. გუშინ გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, თავად გააკეთებს განმარტებას"- ამბობს კალაძე.

ლუკა ძაძამია 2023-2024 წლებში პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე იყო. შემდეგ კი, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კახა კალაძის საკრებულოს სიაში მოხვდა.

ჟურნალისტებმა კალაძეს ჰკითხეს, ძაძამიას წასვლა ხომ არ უკავშირდება წარსულში აქციებში მის მონაწილეობას, მან თქვა:

"ყველას გვეშლება ცხოვრებაში, ის ახალგაზრდაა, მან გააკეთა განმარტებები ამასთან დაკავშირებით, რომ დაუშვა შეცდომა. მის აწმყოზე ყველაფერი გასაგები იყო, მომავლზე - თვითონ ისაუბრებს. არანაირი პრეტენზიები მის მიმართ ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდან არ ყოფილა"- თქვა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics