11:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 13:48:23, 716 ნახვა

ეკონომიკა
დანელია: რძის მწარმოებელი კოოპერატივების მხარდასაჭერად 360 000 ლარია გამოყოფილი

სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, რძის მწარმოებელი სასოფოლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად 360 ათასი ლარია გამოყოფილი.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების  შემდეგ  ჟურნალისტებს  განუცხადა, რძის წარმოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

 „განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ნედლ რძეზე მას შემდეგ, რაც პრაქტიკაში დავნერგეთ რძისა და რძის პროდუქტების რეგლამენტი, აქედან გამომდინარე, იდენტიფიცირებულია 416 კოოპერატივი, რომელიც საერთო ჯამში მესაქონლეობით არის დაკავებული და 13 ათასზე მეტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავთ“, - განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, კოოპერატივებს მოწყობილობები უსასყიდლოდ გადაეცემათ. კერძოდ, მინისტრის განმარტებით, ესენია: გამაციებლები, ხელოვნური განაყოფიერების ხელსაწყოები, პრეპარატები.

„აუცილებელი პირობაა, რომ გადამზადების კურსები გაიარონ. უკვე იდენტიფიცირებულია 30 კოოპერატივი, რომელიც პოტენციური ბენეფიციარია და მიიღებს აუციელებლად ამ პროგრამით გათვალისწინებულ შეღავათიან პირობებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთელი საწარმო  ციკლის პროცესში დაცული იქნება სურსათის უვნებლობის და საერთაშორისო ევროპული სტანდარტების ნორმები“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics