14:47 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-08 11:50:42, 721 ნახვა

პოლიტიკა
ჯო უილსონი კობახიძის ჩინეტში ვიზიტზე - ოცნების რეჟიმი ამყარებს ამ ავადმყოფურ რეჟიმთან ურთიერთობას

„ქართული ოცნების“ რეჟიმი ამყარებს ამ ავადმყოფურ რეჟიმთან ურთიერთობას - წერს პლადფორმა "იქსზე" კონგრესმენი ჯო უილსონი, რითაც, ივანიშვილის წარმომადგენლის ირაკლი კობახიძის ჩინეთში ვიზიტს ეხმაურება.

„ქართული ოცნების“ რეჟიმი ამყარებს ამ ავადმყოფურ რეჟიმთან ურთიერთობას, რომელსაც „მისაბაძ ზესახელმწიფოს“ უწოდებს[ჩინეთზეა საუბარი]. „ქართული ოცნება“ იტყუება, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს“- წერს იულსონი პლატფორმა X-ზე.

ირაკლი კობახიძე ჩინეთში იმყოფება სადაც, აცხადებს, რომ ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოსადმი ჩინეთის მზარდ ინტერესზე საუბრობს.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ მუდმივად იზრდება მაჩვენებლები ყველა სხვადასხვა სფეროში, როდესაც საქმე იმპორტსა და ექსპორტს ეხება. რა თქმა უნდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, რომელსაც ხელი 2018 წელს მოეწერა, ხელი შეუწყო ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობას. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ტიპის ფორუმს ასევე დიდი წვლილი შეაქვს ჩვენს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის, სავაჭრო თუ ეკონომიკური ურთიერთობის ზრდაში და ჩვენ გვსურს, რომ ეს შესაძლებლობა მომავალშიც გამოვიყენოთ. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა. ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის", - განაცხადა ოცნების პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics