17:21 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 10:29:57, 850 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: პირებს, რომლებმაც სახელმწიფოსგან 2010 წლის 21 ივნისამდე უძრავი ქონება, ან მიწა შეიძინეს, დაუკანონდებათ

 პირებს, რომლებმაც სახელმწიფოსგან 2010 წლის 21 ივნისამდე უძრავი ქონება, ან მიწა შეიძინეს და რომელშიც საფასური მთლიანად არის გადახდილი, თუმცა ვადების დარღვევის გამო ვერ დაიკანონეს, ქონება დაუკანონდებათ.

ამის შესახებ საქართველოს  პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის  დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 „დღევანდელ სხდომაზე დავასრულებთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რიგ ქონებაზე პრვატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებულ სპეციალურ წესს, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა და ძალიან ბევრ არამიანს გადაუჭრის პრობლემას, რომელიც წინა წლებიდან მომდინარეობს. ეს არის სახელმწიფოსგან შეძენილი ქონების დაკანონების პროცესში არსებული პრობლემა, საქმე ეხება 2010 წლის 21 ივნისამდე , ანუ მანამდე სანამ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონი იქნა მიღებული, შეძენილ უძრავ ქონებასა თუ მიწას, 80 % უძრავი ქონების პირობებში და 90% მიწის პირობებში გადახდილია საფასური და ან მთლიანად არის გადახდილი საფასური და ვადების დარღვევის გამო ვერ მოხდა ქონების დაკანონება. ასეთი ტიპის მფლობელებს ასეთი ქონება დაუკანონდებათ იმ პირობებში, თუ დაფარული იქნება დავალიანება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics