14:26 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-25 20:34:14, 1003 ნახვა

სამართალი
ახალგაზრდა მასწავლებელი რომელიც არასრულწლოვნებმა დაჭრეს გარდაიცვალა

ახალგაზრდა მასწავლებელი გიგა ავალიანი გარდაიცვალა. ის 3 ოქტომბერს, არასრულწლოვნებმა სცემეს და თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს.

შემთხვევა თემქაზე მოხდა

ბიჭი კომაზოტურ მდგომარეობაში იყო და ექიმები მის გადარჩენას გუშინდელ დღემდე ცდილობდნენ.

გარდაცვლილის დედა მომხდარში ადანაშაულებს არასრულწლოვან გოგონას და მის შეყვარებულს, ასევე კიდევ ერთ პირს, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა.

როგორც დედა ამბობს, გოგონამ მისი შეყვარებული აეჭვიანა მიმოწერით, რომელიც მის აწგარდაცვლილ შვილთან ჰქონდა.

მიმოწერა კი ეხებოდა მხოლოდ გაკვეთილების ცხრილს და ამ თემაზე საუბარს, რომელიც მეგობრული მოკითხვით იწყებოდა

დედის თქმითვე, სწორედ ეს მიმოწერა გახდა მისი შვილის მკვლელობის მიზეზი.

არასრულწლოვნები გიგა ავალიანს რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, როგორც კი მარტო მიმავალი დაინახეს, მაშინვე დაესხნენ თავს და სასტიკად გაუსწორდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics