11:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 16:10:46, 739 ნახვა

ეკონომიკა
ჯორჯ ველტონი მოგების გადასახადის რეფორმას დადებითად აფასებს

ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელი დირექტორი, ჯორჯ ველტონი მოგების გადასახადის რეფორმას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება წაახალისებს ქვეყანაში რეინვესტირებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის ფარგლებში მოხდება გადასახადების ადმინისტრირების გამარტივებაც. „ამ ინიციატივით, მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ და განვუმტკიცებთ იმის რწმენას, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტორებისათვის. ვთვლით, რომ სწორედ ეს ინიციატივა შეუწყობს ხელს ქვეყანაში შემოვიდეს მეტი უცხოური ინვესტიცია", - განაცხადა ჯორჯ ველტონმა.

ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელმა ფინანსთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა ბიზნეს ასოციაციებთან ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მისი განცხადებით, სამინისტროს ურთიერთობა ბიზნეს სექტორთან სამაგალითო იყო.

„ასევე დიდი მადლობას ვუხდი მთავრობას, რომელიც გამოეხმაურა ჩვენს წინადადებებს რეფორმის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით. ჩვენი თხოვნის საფუძველზე ამ ვადამ გადაიწია 2017 წლის 1 იანვარს. ეს არის ნიმუში იმისა, რომ ხელისუფლება ითვალისწინებს გადამხდელთა მოსაზრებებს. ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალური იყო ის ფაქტი, რომ ბიზნესს ჰქონოდა საკმარისი დრო დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის, ახალი ინიციატივისთვის სწორად და ადეკვატურად მომზადებისთვის", - აღნიშნა ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ველტონმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics