2015-02-17 11:11:34, 846 ნახვა
მსოფლიო
იაპონიაში 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს აღმოსავლეთით, 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ბიძგები კუნძულთან ახლოს, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ამასთან, იაპონური მედიის ინფორმაციით, ივატეს პრეფექტურაში ცუნამის საშიშროებაზე საუბრობენ.
ასევე ცნობილია, რომ სანაპირო ქალაქებიდან მოსახლეობის ევაკუაციაა დაწყებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან