12:59 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-30 13:32:09, 3714 ნახვა

რეგიონი
მოქალაქე - ფოთის მერის კრიტიკის გამო, 5 პირი ფიზიკურად გამისწორდა

მოქალაქე ვლადიმერ ამბალია ამბობს, რომ ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის კრიტიკის გამო, 5 პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

ამბალია "TV პირველთან" ყვება, რომ ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ქალაქში არსებულ პრობლემებზე საუბრობდა. ამის შემდეგ მას 5 პირი დახვდა, რომლებმაც ვიდეოს წაშლა მოსთხოვეს.

მოქალაქე ამბობს, რომ ისინი ფოთის მერის მეგობრები არიან.

"მოძებნეს ისეთი მომენტი, რომ მარტო ვყოფილიყავი, 5-მა კაცმა გამლახა და არც კი მოუსმენიათ. "ასფალტოვიჩს" რატომ ვეძახი მერს, ამით მოვიდნენ. ამას რა ჰქვია, არ ვიცი და ეს ხდება პოლიციიდან 100 მეტრში. ანუ ტიპები არიან, რომ მათია ქალაქი და შენ, რაო?! აწი არ შევხვდეთ, თორემ განახებთო... რომ გადავხედეთ, ყველა არის ბექა ვაჭარაძის მეგობარი, პირველი კლასიდან რომ ერთად იყვნენ, უმეტესობა, უფრო სწორად და ესენი ყველა რაღაც ადგილებზე იყვნენ დანიშნულები. იმ მომენტში იმყოფებოდა არასრულწლოვანი ბავშვი, რომელსაც რკინის კეტს უქნევენ გასალახად", - ამბობს ის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics