12:17 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-12 14:33:32, 770 ნახვა

Lifestyle
ზურაბიშვილი: დიდი უზნეობაა როცა ისინი, ვინც ამ უღირს სისტემას გუშინ ნერგავდნენ, დღეს მორალზე გვქადაგებენ

გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კდარების გავრცელებას ეხმაურება.

როგორც ზურაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება მიუღებელი და დასაგმობია, თუმცა მისივე თქმით, „უფრო დიდი უზნეობაა როცა ისინი, ვინც ამ მუდმივ მოსმენის და თვალთვალის უღირს სისტემას გუშინ ნერგავდნენ, ქვეყანაში დღეს მორალზე და ამორალიზმზე გვქადაგებენ“.

„პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება ნამდვილად პირადი თავისუფლების შელახვაა და ამდენად მიუღებელი და ყველანაირად დასაგმობი, ამაზე ყველა ვთანხმდებით ... ამას ბევრი გავრცობა და განმარტება არც სჭირდება.... მაგრამ უფრო დიდი უზნეობაა როცა ისინი ვინც ამ მუდმივ მოსმენის და თვალთვალის უღირსო სისტემას გუშინ ნერგავდნენ, ქვეყანაში დღეს მორალზე და ამორალიზმზე როცა გვქადაგებენ... ეს არის მართლაც ცინიზმის, უტიფრობის და თავხედობის მწვერვალი... და რუსთავი 2 ის მთლიანი კოლექტივი ფეხზე დამდგარი რომ წინ აღუდგება “ტერორს” როცა ჩერგოლეიშვილი შეშფოთებული სახით მორალზე სუაბრობს და საზოგადოებრივ საფრთხეზე გვაფრთხლებს მეცინება, მეტირება და მეცოდება საზოგადოება რომელსაც ამ გვარად დასცინიან!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics