00:51 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-12 21:53:16, 786 ნახვა

სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლომ აქციის მონაწილეები 5000-5000 ლარით დააჯარიმა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე 5000-5000 ლარით დაჯარიმდნენ, მათ შორის არის პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია.

აქციის მონაწილეების საქმე მოსამართლეებმა სალიხ შაინიძემ და ალექსანდრე გოგუაძემ განიხილეს.

სხდომას არც ელენე ხოშტარია და არც მისი უფლებადამცველი არ დასწრებიან.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთი აქციის მონაწილის საქმის განხილვა გადაიდო.

როგორც ცნობილია, ელენე ხოშტარია 12 იანვარს ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს, იმ დროს, როდესაც სტიკერის გაკვრას ცდილობდა აჭარის მთავრობის სახლთან.

აქციის მონაწილეებს კი, რომლებიც 5000-5000 ლარით დაჯარიმდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო 31 იანვრის ღამეს ქვეითთა გადასასვლელის ბლოკირებას ედავებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics