01:09 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 16:27:06, 528 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - თევდორე აბრამოვი არ არის არცერთი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ

22 წლის თედო აბრამოვის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი არსებითი სხდომა გაიმართა. 

სპორტსმენს 5 გრამამდე ნარკოტიკული საშუალების, "მდმა"-ის შეძენა, შენახვა, ტარებას ედავებიან, თუმცა დღეს, დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე წარადგინა ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ თედო აბრამოვი არცერთი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა. 

როგორც ადვოკატმა ინგა ჯაბანიშვილმა აღნიშნა, საქმეში არ არსებობს არცერთი ნეიტრალური მოწმე და მტკიცებულება.

დაცვის მხარე ახლა დნმ-ის და თითის ანაბეჭდის ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

თევდორე აბრამოვი იყო 15-მდე პოლიციელის კონტროლ ქვეშ შუაღამისას მარტო და მან თავად თქვა, რომ ხელი რომ არ მომეწერა, ჩემს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა განხორციელდებოდაო. არანაირი ვიდეო გადაღება არ არსებობს. არანაირი ფიზიკური მოწმე არ არსებობს, როგორც ნეიტრალური მტკიცებულება. ამ ეტაპზე, მიღებული გვაქვს ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც ჩანს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თევდორე აბრამოვი არ არის არცერთი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ", - ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ თედო აბრამოვი 7 დეკემბერს სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციიდან მოდიოდა. გამოძიების ინფორმაციით, აბრამოვის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალება 5 გრამამდე "მდმა" ამოიღეს.

თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics