15:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 02:05:33, 482 ნახვა

სამართალი
ტვ პირველი - ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ნიღბიანებმა გაიტაცეს

პოლიციამ “ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გაიტაცა -  შემთხვევა დღეს თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სავარაუდოდ, ის აქციიდან ბრუნდებოდა, როცა უცნობმა პირებმა სასტუმრო "რადისონთან" მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.

ფაქტის ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მოქალაქეები, რომლებიც გატაცების ფაქტს შეესწრნენ, ცდილობდნენ პოლიციისთვის ხელი შეეშალათ, თუმცა ჯიოშვილის წაყვანა მათ მაინც მოახერხეს.

თბილისში ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი. ლაშა საპროტესტო აქციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ის, სავარაუდოდ პოლიცილებმა გატაცეს. ტვ პირველის იურისტი ცდილობს დაადგინოს მომხდარის გარემოებები. 
ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია ლაშა ჯიოშვილის ადგილსამყოფელი. - შს სამინსიტრო კავშირზე არ გამოდის. 
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ გაათავისუფლოს ტვ პირველის ოპერატორი, - წერს "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics