13:04 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 23:11:37, 697 ნახვა

კომენტარი
ეკა მიშველაძე: ვერანაირ მოტივს ვერ განვიხილავ, მათ შორის ვერც შურისძიების

''ვერანაირ მოტივს ვერ განვიხილავ მათ შორის ვერც შურისძიების'' - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ეკა მიშველაძემ, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, პოლიციის შენობის დატოვებისას განაცხადა. ის ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება პოლიციას არ უნდა გაუჭირდეს.

''გამოძიებამ დამისვა შეკითხვები განვიხილავ თუ არა რაიმე ვერსიებს მაგრამ მე ძალიან მიჭირს რაიმეზე ვიფიქრო. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბედნიერი ურთიერთობა გქვონდა, გვაქვს და გვექნება იმ ადამიანებისდა სამწუხაროდ, ვინც ეს სისაძაგლე ჩაიდინა. ვერანაირ მოტივს ვერ განვიხილავ მათ შორის ვერც შურისძიების, ათას რამეზე ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი რეალური მიზეზები. მე არ ვიცოდი, რომ დღეს ის საფლავზე მიდიოდა, შესაბამისად ისიც არ ვიცი ვისთან ერთად იყო იქ. ამ დანაშაულის ჩამდენი აუცილებლად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება პოლიტიკოსი თუ რიგითი ადამიანი დღისით მზისით მოხდა ეს საზარელი დანაშაული და ამისი გამოძიება პოლიციას არ უნდა გაუჭირდეს,'' - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

ცნობისთვის, დღეს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics