16:11 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 16:27:33, 631 ნახვა

ეკონომიკა
კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა ამაღლდეს

 საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს კობა გვენეტაძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა კობა გვენეტაძემ კომიტეტს ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო.

"საჭიროა, ეროვნული ვალუტის მიმართ გაღრმავდეს ნდობა, რისთვისაც ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე მიმართულებით უნდა იმუშაოს. ეს არის დედოლარიზაციის - ანუ ლარიზაციის პროცესის ხელშეწყობა.  საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ მის ეკონომიკაზე გავლენას ახდენენ გარე ეკონომიკური პროცესები, რაც აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და ლარის გაცვლით კურსზე. იმისათვის, რომ მოსახლეობისათვის ეს პროცესები ნაკლებადმტკივნეული იყოს, უნდა გაღრმავდეს ლარიზაციის პროცესი, უნდა გაძლიერდეს საზოგადოების ნდობა ეროვნული ბანკის მიმართ, შენარჩუნდეს სტაბილური და დაბალი ინფალცია, მოხდეს ლარში გაცემული სესხების ხელშეწყობა, მოხდეს ფინანსური ბაზრების განვითარება. კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ინფლაციის რეგულირებისათვის ბევრ ქვეყანაში გამოიყენება კომუნიკაციის გაძლიერება საზოგადოებასა და ეკონომიკურ აგენტებს შორის. ამიტომ პრობლემების გადასაჭრელად ეროვნულ ბანკს საზოგადოებასა და ეკონომიკური აგენტებს შორის კომუნიკაციის პროცესი უნდა გაღრმავდეს. 

ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებისათვის საინტერესო და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია და განმარტებები უნდა მიაწოდოს მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს", - განაცხადა გვენეტაძემ. 

კობა გვენეტაძის აზრით, აუცილებელია, გაძლიერდეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხები, მოსახლეობა უნდა იყოს სრულად ინფორმირებული და დაცული მოულოდნელი ფინანსური რისკებისაგან, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ფინანსური ინსიტუტებისა და კომერციული ბანკების ინტერესების ხარჯზე.

„უნდა გაღრმავდეს კომერციული ბანკების სტაბილურობის პროცესი, რადგან მათი გამართული ფუნქციონირება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე უნდა განვითარდეს ფასიანი ქაღალდების ბაზარი და კაპიტალის ბაზარი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics