14:19 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 22:33:38, 832 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე სამინისტროების გაუქმების ინიციატივით გამოდის

გიორგი ქადაგიძემ სამინისტროების გაუქმების ინიციატივა გადაცემა ''არჩევანში'' გააჟღერა. ეროვნული ბანკის პრედიზენტი მიიჩნევს, რომ რამდენიმე სამინისტროს გაუქმება მკვეთრად გააჯანსაღებს საქართველოს ეკონიმიკას. მან ის სამინისტროები ჩამოთვალა, რომლის გაუქმებაზეც ხელისუფლებამ უნდა იფიქროს. რამდენიმე სამინისტროსთან ერთად, სიაში მოხვდა სპორტის, სასჯელაღსრულების და ევროინტეგრაციის სამინისტროები. 

''ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, გაუქმდეს ყველა უპორტფელო სამინისტრო უკლებლივ. მაგალითად, ევროინტეგრაციის სამინისტრო გაუქმდეს და, როგორც დეპარტამენტი, შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს. მაგალითად, სასჯელაღსრულების სამინისტრო, რომელიც არ გხვდება თითქმის არც ერთ ევროპულ ქვეყანაში. ასევე, სპორტის სამინისტრო, რომელიც მთლიანად შეგვიძლია, გავაუქმოთ. პროფესიული სპორტი დავუთმოთ ფედერაციებს, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი კი გადავცეთ ან განათლების სამინისტროს ან თავდაცვის სამინიტროს, როგორც არის შვეიცარიაში ან ავსტრიაში. ასევე, კულტურის სამინისტრო, რომელიც არის პრაქტიკულად საბჭოთა გადმონაშთი,'' - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics