14:27 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 18:30:14, 742 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი ლარის შესაძლო დასტაბილურებაზე: ხადურის განცხადება რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობოდა, მათ შორის საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლარის კურსის მოსალოდნელ გამყარებასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის განცხადება რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობოდა.

კვირიკაშვილის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაა.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუმარტა, 70 დან 400 მილიონ ლარამდე ადმინისტრაციული და ასევე სხვა ხარჯების შეკვეცა მოხდება და ამ კუთხით ლარზე ზეწოლა შემცირდება.

„ფინანსთა მინისტრის განცხადება ეყრდნობოდა რამდენიმე ფაქტორს. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა, რომელიც დაკავშირებული იქნება საგადასახადო რეფორმასთან და იმ რეფორმების პაკეტთან, რომლითაც ჩვენ შევდივართ პარლამენტში. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ვინაიდან დაახლოებით 70 დან 400 მილიონ ლარამდე მოხდება როგორც ადმინისტრაციულ ისე სხვადასხვა მუხლებში ხარჯების შეკვეცა და ლარის ზეწოლა ამ კუთხით შემცირდება.

დიდ მნიშვნელობა ექნება იმ ნაბიჯებს, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ ვიზიტორების რაოდენობის გაზრდის მიმართულებით და მათ შორის კონკრეტული გაწერილი გეგმა გვაქვს თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ეს იქნება ირანთან სავიზო მიმოსვლის გაუქება, დამატებითი  რეისები და ა.შ.“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება. ნოდარ ხადური ელის, რომ ლარის კურსი საშუალოვადიან პერიოდში სერიოზულად გამყარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics