14:44 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-18 11:43:55, 2403 ნახვა

სპორტი
ტიერი ანრი - თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ კვარაცხელიას ტრანსფერს განახორციელებს, მანჩესტერში ჯორჯ ბესტის ეპოქა დაბრუნდება

თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ კვარაცხელიას ტრანსფერს განახორციელებს, მანჩესტერში ჯორჯ ბესტის ეპოქა დაბრუნდება, - ამის შესახებ ფეხბურთის ლეგენდამ, ტიერი ანრიმ CBS Sports-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საფეხბურთო კლუბ "ნაპოლს" აქვს პოტენციალი, რომ ჩემპიონთა ლიგაც მოიგოს.

„თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ კვარაცხელიას ტრანსფერს განახორციელებს, მანჩესტერში ჯორჯ ბესტის ეპოქა დაბრუნდება. ვიმედოვნებ, რომ კვარაცხელია თამაშს ასევე გააგრძელებს, „ნაპოლი“ კი იტალიის ჩემპიონი გახდება - ნეაპოლელები კონკურენტებს დიდი უპირატესობით უსწრებენ. სპალეტის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსიც აქვს“, - განაცხადა ტიერი ანრიმ.

შეგახსენებთ, იტალიური "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ლონდონურ "არსენალს" დაუპირისპირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics