14:20 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 13:29:00, 1859 ნახვა

სხვადასხვა
ომის პირველი მსხვერპლი საზღვრის რუსეთის მხარეს ბელგოროდში

ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი დაშავდა ბელოროდსკის ოლქის სოფელ სოლოხში, რომელსაც დღეს ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ, ნათქვამია გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებაში. 

უკრაინის მოსაზღვრე რეგიონების სხვა გუბერნატორების მსგავსად, გლადკოვი უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებულ მოვლენებს ტელეგრამის არხზე ავრცელებს. „შვიდი დაჭრილი, კიდევ ერთი მსხვერპლი გვიან ღამით მოიყვანეს“, - წერს გუბერნატორი.

გუბერნატორმა დაბომბვის შედეგების ფოტო გამოაქვეყნა. მისი თქმით, დაზიანდა 17 კომლი და ექვსი მანქანა, ჩამტვრია მინები სკოლაში, ფოსტაში და მაღაზიაში. სოფელში სახლები არ იწვის - იწვის სოფლის გარეთ ამოსული ლერწამი, აღნიშნა გლადკოვმა.

სოფელი უკრაინის საზღვრიდან 20 კილომეტრის დაშორებით სწორი ხაზით მდებარეობს. მისი ყველა მცხოვრები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, განაცხადა ბელგოროდის რეგიონის ხელმძღვანელმა.
ამ რეგიონის დასახლებები რეგულარულად ექცევა ცეცხლის ქვეშ, მაგრამ არც ბელგოროდში და არც სხვა რეგიონებში, ამ დრომდე ადამიანური მსხვერპლი არ ყოფილა, ხოლო უკრაინაში, გაეროს მონაცემებით, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა 3,5 ათასს მიუახლოვდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics