03:00 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 12:31:59, 743 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ჩოგოვაძე: ტურისტების ზრდამ ლარის კურსის გამყარებაზე იმოქმედა

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ტურისტების და მასთან ერთად შემოსავლების ზრდამ ლარის გამყარებას შეუწყო ხელი. მისი განმარტებით, რომ არა ეს მონაცემები, ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდებოდა.

 „სახელმწიფოში საერთაშორისო შემოსავლების რამდენიმე წყარო არსებობს. ერთ- ერთი გახლავთ, რა თქმა უნდა, ტურიზმიდან შემოსული საერთაშორისო შემოსავლები,

ასევე შემოსავლების წყარო გახლავთ გადმორიცხვები საქართველოში და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

როგორც გითხარით ტურისტების შემოდინების კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. ამან იმოქმედა იმაზე, რომ ლარის კურსი უფრო გამყარებულიყო, ვიდრე ეს იქნებოდა ამ შემოსავლების გარეშე“, - განაცხადა „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

მისივე განმარტებით, ტურიზმის სფეროში შემოსავალი 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებითაც ზრდა დაფიქსირდა და 460 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.1%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

პირველი ორი კვარტლის ჯამური მონაცემებით, შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 766.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 2.9%-ია, + 21.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics