16:27 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-17 16:08:44, 609 ნახვა

ეკონომიკა
თამაზ მეჭიაური: გიორგი ქადაგიძემ რეფინანსირების სესხებთან დაკავშირებით დადებული შეთანხმება მეორე დღესვე დაარღვია

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან დადებული შეთანხმება რეფინანსირების სესხებთან დაკავშირებით მეორე დღესვე დაარღვია.

როგორც მეჭიაურმა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა, გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრაზე მათ მიიღეს დაპირება, რომ რეფინანსირების სესხები უკონტროლოდ აღარ გაიცემოდა.

„იყო საუბარი, რომ რეფინანსირების სესხები არ გაცემულიყო უკონტროლოდ. დაპირება იყო რომ მოკლევადიან პერიოდში ეს გაკეთდებოდა. ქადაგიძემ აღნიშნა, რომ მარტო მისი ქმედება საკმარისი არ იქნებოდა, რაშიც დავეთანხმეთ. ფინანსთა მინისტრის მხრიდანაც იყო მზადყოფნა, რომ გაეკეთებინა ბიუჯეტის კორექტირება და წარედგინა პარლამენტისთვის. მეორე დღესვე დაირღვა ეს შეთანხმება. თუ არ ვცდები, 307 მილიონით გაზარდა რეფინანსირების სესხი“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მისივე თქმით, ჯობდა, რომ ქადაგიძის იმპიჩმენტის საკითხი არჩევნების შემდეგვე გადაწყვეტილიყო.

„ამით ბევრ ისეთ მოვლენას ავიცილებდით თავიდან, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ სამი წლის განმავლობაში. დღეს ამის გაკეთება შედეგის მომტანი ვერ იქნება, რადგან თვითონ პროცედურები არის გაწელილი, ამას სჭირდება საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობა და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სულ რამდენიმე თვე დარჩა ბატონ ქადაგიძეს აღნიშნულ პოსტზე საქმიანობისთვის, მიმაჩნია, რომ ამის გაკეთება ახლა არაპროდუქტიული იქნება“, - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოდაში, ურთიერთშელაპარაკებისას, შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა
მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა
რეჟიმის წარმომადგენელი კვარაცხელია - საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ხმის მისაცემად უნდა ჩამოვიდეს ქვეყანაში
ხუნდაძე -ფასების შემცირებაზე კომისია შევქმენით, მაგრამ ფასები იზრდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics