13:10 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-18 17:25:52, 8743 ნახვა

ომი უკრაინაში
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - საავადმყოფოში მოთავსებული ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

დღეს კიდევ ერთი პაციენტი გადავიდა თვითიზოლაციაში, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია - ამის შესახებ, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ისაუბრა. 

მისი თქმით სამი პაციენტის კორონავირუსზე ტესტირების პასუხი, რომელიც გუშინ გააგზავნეს ლაბორატორიაში ნეგატიურია.

“დღეს კიდევ ერთი პაციენტი გადავიდა თვითიზოლაციაში. რაც შეეხება დანარჩენ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტების მდგომარეობას დამაკმაყოფილებელია.

3 პაციენტის შედეგები , რომელბიც გუშინ საღამოს გავაგზავნეთ რესპუბლიკურიდან საბედნიეროდ სამივეს პასუხი ნეგატიურია. 

წლინახევრის ბავშვი კი, რომელიც ჩვენთან იმყოფებოდა გადაიყვანეს რესპუბლიკურიდან, ამიტომ მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ჩვენ აღარვფლობთ”,- განაცადა ლევან გოფოძემ. 

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო საკარნტინო ნაწილიად აღარ ითვლება. 

„ჩვენ დავიტოვეთ 7 პაციენტი რომლებსაც ვაკვირდებოდით სამედიცინო თვალსაზრისით. აქედან ხუთმა პაციენტმა დატოვა კლინიკა და დაგვრჩა ორი პაციენტი, რომლებსაც ასევე ვაკვირდებით და სავარაუდოდ ისინიც ორ-სამ დღეში გაეწერებიან. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ყველას ნეგატიური პასუხი აქვს ვირუსზე, ასე რომ თავისუფლად შეგვიძლია გავწეროთ, უბრალოდ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა გართულებები არ გვაძლევს საშუალებას ან სახლში ან თითიზოლაციაში გავაგზავნოთ”, - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა. 

მისი თქმით, სიტუაციის გართულების შემთხვევაში რესპუბლიკური საავადმყოფო მზად არის მიიღოს ნებისმიერისირთულის პაციენტი. 

“ თუგაიზრდება მიმართიანობა მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, ჩვენ მზად ვართ მძიმე პაციენტების მისაღებად, მაგრამმოდით იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ესე არ მოხდება და მსუბუქად გადავიტანთ კორონავირუსს  ქართველები. 

რაც შეეხება ეხლანდელ მდგომარეობას,  ამ ეტაპზე ჩვენთან არსებული 33 პაციენტიდან არცერთი არ საჭიროებს ვირუსზე ტესტირებას”, - განაცხადა ლევან გოფოძემ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics