18:35 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 12:29:14, 628 ნახვა

სამხედრო
43-ე ბატალიონმა სამოქმედო არეალი სრულად გადაიბარა

IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა ფარვანის პროვინციაში სამოქმედო რაიონი V-ე ბრიგადის 51-ე ბატალიონისგან ოფიციალურად უკვე გადაიბარა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კოალიციური ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის „ქართული სამეკავშირეო ჯგუფის“ 10 წარმომადგენელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით "გენერალი კვინიტაძე" დააჯილდოვა.

ბაგრამის საავიაციო ბაზის, ტაქტიკური დაჯგუფება "სოლიდისა" და „ქართული სამეკავშირეო ჯგუფის“ ხელმძღვანელობამ 51-ე ბატალიონის მიერ გაწეული სამსახური წარმატებულად შეაფასა. ოფიციალური მონაცემებით, 51-ე ბატალიონმა თავის სამოქმედო რაიონში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მაქსიმალურად შეზღუდა ამბოხებულთა მოქმედებები, რამაც რაიონში სტაბილურად უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. სამხედრო მისია 51-ე ბატალიონმა უდანაკარგოდ შეასრულა და სრული შემადგენლობით ბრუნდება საქართველოში.

43-ე ბატალიონი მისიაში პირველად იმყოფება. ტაქტიკური დაჯგუფება "სოლიდის" დაქვემდებარებაში ქართველი ჯარისკაცები "მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics