14:38 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 19:58:27, 637 ნახვა

სხვადასხვა
პრეზიდენტი კენიის რესპუბლიკაში მომხდარი თავდასხმის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი  კენიის რესპუბლიკაში მომხდარი თავდასხმის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

„მწუხარებას გამოვთქვამ კენიის გარის უნივერსიტეტის კოლეჯზე ალ-შაბაბის ტერორისტული დაჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.
საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. დღეს, თანამედროვე საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად თანამშრომლობს მის დასამარცხებლად. საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა ყოველთვის მზადაა შეიტანოს წვლილი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.  ჩვენ, მთელ პროგრესულ სამყაროსთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ.ამ განსაცდელის ჟამს მტკიცე თანადგომას ვუცხადებ  კენიის მთავრობას, კენიელ ხალხს და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს",-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics