13:00 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-16 12:04:04, 799 ნახვა

სპორტი
ცისკარიშვილი: თბილისში„ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების 2/3 სიაში თბილისელთა გასაშაყირებლად აღმოჩნდა

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცისკარიშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას აფასებს და აცხადებს, რომ თბილისელები იძულებულები იქნებიან იმკითხაონ მაჟრიტარობის კანდიდატებიდან ვინ რას წამოადგენს.

„თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი 21 მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებიდან 2/3 სიაში თბილისელების გასაშაყირებლად აღმოჩნდა. მხოლოდ კანდიდატების 1/3-ია, რომელთაც შესაძლოა, თბილისელებმა ხმა მისცენ. აღნიშნული 2/3 თბილისში წარმატებას ვერ მიაღწევს. მათ სხვა რეგიონში შეიძლება ქონოდათ შანსი, მაგრამ არა თბილისში. თუმცა, იმასაც უნდა გავუსვათ ხაზი, რომ დედაქალაქში მრავლად არიან, გაჭირვების გამო, სხვა რეგიონიდან ჩამოსული ჩვენი თანამემამულეები. გამიკვირდება თუ ყყველა მაჟორიტარობის კანდიდატი პარლამენტში აღმოჩნდება. თბილისელები ახლა იძულებულები არიან იმკითხაონ თუ ვინ ვინ არის, გარდა სიის 1/3-ისა, რომელთაც მეტ-ნაკლებად ცნობადები არიან. კადრების დეფიციტი შეიძლება უნიჭო მაძებრის შემთხვევაში შეიძლება იყოს. ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ნიჭიერი ადამიანია და კარგი მაძებარი მათ აუცილებლად იპოვიდა“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კონკრეტულად, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: 1. გლდანში, მე-20 ოლქში, კობაკობალაძე. 2. გლდანში, 21-ეოლქში, - ლევან კობიაშვილი. 3. გლდანში, 22-ე ოლქში - ლევან კობერიძე. 4. დიდუბეში, მე-15 ოლქში - ზაზა პაპუაშვილი. 5. დიდუბეში, მე-16 ოლქში - ილია წულაია. 6. ვაკეში, მე-2 ოლქში - ბიძინა გეგიძე. 7. ვაკეში, მე-3 ოლქში - ზაზახუციშვილი. 8. ისანში, მე-8 ოლქში - ირაკლი აბუსერიძე. 9. ისანში, მე-9 ოლქში - დავით ჭიჭინაძე. 10. ისანში, მე-10 ოლქში - ბექა ნაცვლიშვილი. 11. კრწანისში, მე-7 ოლქში - ბექა ოდიშარია. 12. მთაწმინდაზე, 1-ელ ოლქში პარტია მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.13. ნაძალადევში, მე-17 ოლქში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს სოფო კილაძე იყრის. 14. ნაძალადევში, მე-18 ოლქში - მიხეილ ყაველაშვილი. 15. ნაძალადევში, მე-19 ოლქში - ზაზა გაბუნია. 16. საბურთალოზე, მე-4 ოლქში - მამუკა მდინარაძე. 17. საბურთალოზე, მე-5 ოლქში - ნინო გოგუაძე. 18. საბურთალოზე, მე-6 ოლქში - ლევან გოგიჩაიშვილი. 19. სამგორში, მე-11 ოლქში - გიორგი მოსიძე. 20. სამგორში, მე-12 ოლქში - მარიამ ჯაში. 21. სამგორში, მე-13 ოლქში - შოთა ხაბარელი. 22. ჩუღურეთში, მე-14 ოლქში კი გია ვოლსკი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics