|
2016-07-11 15:34:44, 1398 ნახვა
კომენტარი
გოგა ხაჩიძე: ის, რომ BLACK SEA ARENA აშენდა ძალიან კარგია - სიამოვნებით ვიქნებოდი მისი დირექტორი
"ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის გოგა ხაჩიძის განცხადებით, შავი ზღვის არენა სამართავად, კონკრეტული პირობებით, კერძო მმართველობას უნდა გადაეცეს. როგორც "ექსპრენიუსთან" საუბრისას ხაჩიძემ განაცხადა, ბიუჯეტიდან კონცერტების დასაფინანსებლად თანხები სახელმწიფომ არ უნდა იხადოს, რადგან კერძო მმართველობა ბევრად უფრო მოქნილია. დეპუტატს სჯერა, რომ კერძო სექტორი ამ არენას აამუშავებს. "პირადად მე მივიჩნევ შემდეგნაირად - შავი ზღვის არენა რომ აშენდა, არის ძალიან კარგი. დიდი მასშტაბის შოუების და წარმოდგენების გამართვა ან მასპინძლობა რომ შეგვეძლება, ეგეც ძალიან კარგია. მიშას რომ ძალიან მოსწონდა მაგის აშენება, არის კარგი. ბიძინამ რომ თავის ფულით ააშენა, მგონი 200 მილიონამდე დახარჯა, არის ძალიან კარგი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის ამის სახელმწიფოსთვის გადაცემა-არგადაცემის საკითხი. ახლა უნდა გაკეთდეს შემდეგი რამ - ამის გაყიდვა რელევანტურად ფასად და იქ კომერციული ბიზნესის აწყობა, იქნება რთული, სახელმწიფომ არენა კონკრეტული პირობებით კერძო მმართველობას უნდა გადასცეს სამართავად. მას შემდეგ რაც გაპიარდება არენა და ივენთები ჩატარდება იქ, შემდეგ შეიძლება უკვე მოგებაზე ფიქრი. მე მაგალითად დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ამ დარბაზის დირექტორი. სახელმწიფომ არ უნდა გადაიხადოს ფული კონცერტების დაფინანსებაში. არ შეიძლება ეს კულტურის სამინისტროს ჩავაბაროთ და მეორეს მხრივ, იქიდან რაღაც ჯაზ-ფესტივალები ბიუჯეტიდან აფინანსოს. კერძო ბიძნესი უფრო მოქნილი და კომერციულად უფრო აამუშავებს ამ არენას, მე ამის მჯერა", - განაცხადა ხაჩიძემ.
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)