23:08 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 11:41:39, 482 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ხადურმა საფრანგეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მინისტრის მოადგილეებმა გიორგი თაბუაშვილმა და დავით ლეჟავამ პატივი მიაგეს პარიზში, „Charlie Hebdo“-ს რედაქციაზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას.

ფინანსთა მინისტრმა  საფრანგეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ იმ უდიდესი ტრაგედიის გამო, რომელმაც შეძრა საფრანგეთი და მთლიანად ცივილიზებული სამყარო. „Charlie Hebdo“-ს რედაქციაზე განხორციელებული საზარელი ტერორისტული აქტი, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, მიმართულია ჩვენი საერთო ღირებულებების - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის წინააღმდეგ. ქვეყნისთვის ბოლო ათწლეულების მანძილზე ამ ყველზე მძიმე განსაცდელის წუთებში, თანაგრძნობას ვუცხადებ ტერაქტის შედეგად დაღუპული ჟურნალისტებისა და სამართალდამცავების ოჯახებს, საფრანგეთის მთავრობასა და ფრანგ ხალხს", - აღნიშნა ჩანაწერში ფინანსთა მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics