2015-02-28 14:49:29, 705 ნახვა
მსოფლიო
პოროშენკო: შოკი, ბორისი მოკლეს
"შოკი, ბორისი მოკლეს", – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკომ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობას.
მისი თქმით, მას ნემცოვის გარდაცვალების დაჯერება უმძიმს.
"მახსოვს მისი ღიმილი, მისი გამბედავი იდეები. ის იყო ერთ–ერთი იმ მცირედიდან, რომელთაც შეიძლება მეგობარი უწოდო. ის იყო ხიდი უკრაინასა და რუსეთს შორის. მკვლელის გასროლამ ეს ხიდი გაანადგურა, რაც შემთხვევითი არაა. ეჭვი არ მეპარება, რომ მკვლელი დაისჯება. ადრე თუ გვიან", – ნათქვამია უკრაინის ლიდერის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან