13:57 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 12:15:30, 591 ნახვა

რეგიონი
ხულოში ეკომიგრანტ ოჯახებთან შეხვედრა გაიმართა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი დალი ქიქავა, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე და საქართველოს პარლამენტში ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, ამავე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს, ეკომიგრანტთა ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მიზნით ბენეფიციართა ინფორმირება და კონსულტაცია წარმოადგენდა.

„აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამას წელს პირველად ახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 3 000 000 ლარს.

პროგრამით გათვალისწინებულია ეკომიგრანტი ოჯახების დაფინანსება, მათ მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართის შესყიდვისათვის, არაუმეტეს 25 000 ლარისა. იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართის გასაყიდი ღირებულება აღემატება პროგრამით განსაზღვრულ თანხას, სურვილისა და შეთანხმების შემთხვევაში, ბენეფიციარი თავად დაფარავს დარჩენილ სხვაობას.

სამინისტრომ, 70 ეკომიგრანტი ოჯახის პოროგრამაში ჩართვის მიზნით, მუნიციპალიტეტებს მონაცემები უკვე გაუგზავნა“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics